აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს

აშშ გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შემცირების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

„შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განთავსებული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....