აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მანძილს გაზრდის

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მანძილს გაზრდის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ დარტყმა საზღვრიდან 1500 კილომეტრში მდებარე რუსულ სამიზნე ობიექტზე განახორციელა და სოციალურ ქსელში დარტყმის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

„ეს რუსულ ტერორზე სრულიად გამართლებული უკრაინის პასუხია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა დარტყმამ რუსეთის სამხედრო მრეწველობის, ლოგისტიკისა და ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობები შეამციროს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრიდან 1500-1800 კილომეტრში მდებარე რუსულ ქალაქებში, ორსკსა და პერმში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა.

იტვირთბა....