გაერო-ს მონაცემებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში დაწყებული ომის შემდეგ ირანში სიკვდილით 21 ადამიანი დასაჯეს და 4 000-ზე მეტი დააკავეს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განცხადებით, სიკვდილით დასჯილთაგან ცხრა პირი იანვრის საპროტესტო აქციებთან კავშირის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული; ათს ოპოზიციური ჯგუფების წევრობაში ედებოდა ბრალი, ორს – ჯაშუშობაში.
რაც შეეხება 4 000-ზე მეტ დაკავებულს, ისინი ეროვნულ უსაფრთხებასთან დაკავშირებული მუხლებით არიან დაპატიმრებული.

