რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალები აშშ-ის ნებისმიერ ახალ აგრესიას „მოულოდნელი ტაქტიკით“ დაუპირისპირდებიან, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მოადგილემ, მოჰამად აკბარზადემ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ რაიმე ახალი სამხედრო ქმედების შემთხვევაში, საზღვაო ძალები თავის ახალ შესაძლებლობებს განათავსებენ და სამიზნეში ამოღების ახალი ტექნოლოგიებით, აშშ-ის გემებს ცეცხლს წაუკიდებენ.
ირანში აცხადებენ, რომ ომის მიმდინარეობის დროს, დასავლეთ აზიის რეგიონის უზარმაზარ ტერიტორიაზე აშშ-ის და ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ საპასუხო კონტრშეტევების მინიმუმ 100 ტალღა განხორციელდა. ირანული მედიის თანახმად, ეს ნაწილობრივ რეგიონულ წინააღმდეგობის ჯგუფებთან თანამშრომლობით მოხდა.

