აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ პეტერ მადიარის შეთავაზებას უპასუხეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ პეტერ მადიარის შეთავაზებას უპასუხეს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრო ლიტვინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენკის „ივნისის განრიგი ჯერ არ შეუთანხმებია“.

„ორმხრივი შეხვედრების შესახებ შეთანხმება ორმხრივი კონტაქტების ფარგლებში ხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

ცნობისთვის, გუშინ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ზაკარპატიაში მდებარე ქალაქ ბერეგოვოს მერს შეხვდა.

მოგვიანებით, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ივნისში უკრაინულ ზაკარპატიის რეგიონში შეხვედრა შესთავაზა.

„ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიეში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გადატვირთვა. ამის საფუძველზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივნისის დასაწყისში, სიმბოლურად – ბერეგოვოში, შეხვედრის ინიციატივით გამოვდივარ“, – დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....