აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს, რაც შეეხება ჩვენს საკადრო პოლიტიკას, ის არ განისაზღვრება ასაკით, სქესით, სიახლით, სიძველით ან თვალის ფერით, არამედ კომპეტენციით” – შალვა პაპუაშვილი

არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს ამ თარიღისთვის, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„არჩევნები გაიმართება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ამიტომ ყველას შეუძლია მოემზადოს ამ თარიღისთვის. ამას ვურჩევდი ყველას. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას – „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა არ განისაზღვრება ასაკით, სქესით, სიახლით, სიძველით, კუთხურობით, ეროვნებით, თმის ფერით, თვალის ფერით და ა.შ. განისაზღვრება მხოლოდ კომპეტენციით და ქვეყნის მიმართ ლოიალობით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....