აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი, შახინ მუსტაფაევი დელეგაციასთან ერთად სომხეთში ჩავიდა. აზერბაიჯანის მთავრობის წევრების თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში დაჯდა.
აღსანიშნავია, რომ შაჰინ მუსტაფაევი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის და სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების კომისიის ბოლო შეხვედრა გასული წლის 28 ნოემბერს გაბალაში გაიმართა.

