სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში.
„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს. იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი მაკა ბოჭორიშვილისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება“,- აღნიშნავს კობახიძე.

