რუსებმა ოდესას დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, საავადმყოფო და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
ასევე, ხანძარი გაჩნდა დუნაის ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

