აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გახანგრძლივების შემდეგ აშშ-ში ნავთობის ფასი 100.5 დოლარს მიუახლოვდა

ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ იმატებს. Aljazeera-ს ცნობით, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 111.78 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასი 100.5 დოლარს მიუახლოვდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. Aljazeera წერს, რომ ნავთობის ბაზარზე არსებული სიტუაციის ფონზე, დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან, რომ აშშ და ირანი რეალური შეთანხმების მიღწევასთან და ჰორმუზის სრუტის განხსნასთან ახლოს არ არიან.

იტვირთბა....