ლიბანის ხელისუფლებისა და სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშებს განაგრძობს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის დარტყმების შედეგად სამხრეთ ლიბანში, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის სამიზნე ლიბანის ქალაქი მაჯდალ ზუნი გახდა.
ამასთან, ლიბანის სამოქალაქო თავდაცვისა და არმიის ცნობით, კიდევ ერთი დარტყმის შედეგად ლიბანის არმიის ორი ჯარისკაცი დაიჭრა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლიბანში 2 მარტიდან დღემდე ისრაელთან საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 2 521 ადამიანი ემსხვერპლა, 7 800-ზე მეტი პირი კი, დაშავდა.

