აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, ირანის გახანგრძლივებული ბლოკადისთვის მოემზადონ. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო შეხვედრების დროს ტრამპმა გადაწყვიტა, ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააგრძელოს.
გამოცემის ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ სხვა ვარიანტები, მათ შორის დაბომბვის განახლება ან კონფლიქტიდან გამოსვლა უფრო სარისკოა, ვიდრე ბლოკადის გაგრძელება.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ირანმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, მზად იყოს, დათანხმდეს დროებით შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტის სანაცვლოდ, ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები კი, შესაძლოა გადაიდოს. მედიის ცნობით, ტრამპმა მიანიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, დაეთანხმოს ირანის შეთავაზებას ომის დასრულების შესახებ.

