აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზაში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა წლის ბიჭი, – ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ისრაელმა ავტომობილზე იეირში ქალაქ ღაზის რემალის უბანში დრონით მიიტანა.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 72 000-ს აჭარბებს, 170 000-ზე მეტი პირი კი დაშავდა.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებული იერიშის შესახებაც. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მედიკოსებიც იყვნენ. მათივე ცნობით, ასევე დაიჭრა სამაშველო ჯგუფთან ერთად მყოფი, სულ მცირე, ორი ლიბანელი ჯარისკაცი.

იტვირთბა....