აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთმა და ბელარუსმა პატიმრები გაცვალეს – ბელარუსმა სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლა – Reuters

პოლონეთმა და ბელარუსმა პატიმრები გაცვალეს – ბელარუსმა ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გაათავისუფლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ანდჟეი პოჩობუტი თავისუფალია! კეთილი იყოს შენი პოლონურ სახლში დაბრუნება, ჩემო მეგობარო“, – დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა X-ზე.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“- ს ინფორმაციით, ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმრების გაცვლა „ხუთი-ხუთზე“ ფორმატით შედგა.

სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში 2021 წლის მარტში დააკავეს, ხოლო 2023 წელს მას „ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ბელარუსის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ გაცვლის ფარგლებში ბელარუსმა პოლონეთის სამი და მოლდოვის ორი მოქალაქე გაათავისუფლა.

„ამ პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით პოლონეთს, მოლდოვასა და რუმინეთს, ასევე, პრეზიდენტ ლუკაშენკოს აშშ-სთან კონსტრუქციული ჩართულობისთვის“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა X-ზე.

იტვირთბა....