აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმას მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმას მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ კრივოი როგზე უპილოტო აპრატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, რომ ღამის თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.

პარალელურად, 28 აპრილის დილით, რუსულმა დრონმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ ჩუგუევზე განახორციელა თავდასხმა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. დრონი საცხოვრებელი შენობების ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც სახლები და მანქანები დაზიანდა.

იტვირთბა....