აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფაშინიანის პრესმდივანი უარყოფს, რომ სომხეთი საქართველოს სოფელ ჯილიზას დაუბრუნებს

ფაშინიანის პრესმდივანი უარყოფს, რომ სომხეთი საქართველოს სოფელ ჯილიზას დაუბრუნებს.

“რიგ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა „ინფორმაცია“, თითქოს სადემარკაციო პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სომხეთი გადასცემს ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას.

ნებისმიერი განცხადება, აზრი თუ „ინფორმაცია“ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ, თავიდანვე არ შეესაბამება რეალობას.

შესაბამისად, როგორც ადრე, ისე ახლა და მომავალშიც, ნებისმიერ მსგავსი შინაარსის პუბლიკაციას უარვყოფდით, უარვყოფთ და უარვყოფთ მათი გამოგონილი ხასიათის გამო” – წერს სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანი სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია, რომ სომხეთი საქართველოს სოფელ ჯილიზას გადასცემდა, გუშინ გავრცელდა.

იტვირთბა....