აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი შავი სვეტებია, დამწვრის სუნი ტრიალებს” – რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ეკოლოგიური კატასტროფაა

რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ეკოლოგიური კატასტროფაა. ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველად 23 აპრილს განაცხადა.

„ღამე საშინელი იყო. ახლა ქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი შავი სვეტებია. დამწვრის სუნი ტრიალებს. ამასთან, ხალხი ძირითადად რესპირატორების გარეშე ან უბრალო სამედიცინო ნიღბებით დადის. ამბობენ, რომ სუნს მიეჩვივნენ და ვეღარ გრძნობენ: ეს ძალიან საშიშია, რადგან ასე შეიძლება მოიწამლო“ – წერს გამოცემის КЕДР.МЕДИА [რუსეთის მიერ „უცხოეთის აგენტად“ აღიარებული] კორესპონდენტი ანასტასია ტროიანოვა ტუაფსში არსებულ მდგომარეობაზე და დღევანდელ ფოტოებს აქვეყნებს.

ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე ბოლო 2 კვირაში არაერთხელ გახდა. ქარხანა ექსპორტზეა ორიენტირებული და რუსული არმიისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, ტუაფსეს ქარხანამ ნავთობის გადამუშავება 16 აპრილიდან შეაჩერა. ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე წინა ხანძრის სრული ლიკვიდაციიდან სულ რაღაც ოთხ დღეში, წუხელაც გახდა . წინა თავდასხმების შედეგად გამოწვეულ ხანძარს რუსი მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ. ქალაქში მოვიდა ე.წ. „ნავთობის წვიმა“, ნავთობპროდუქტები კი ზღვაში ჩაიღვარა.

იტვირთბა....