აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა თეთრ სახლში მეფე ჩარლზსა და დედოფალ კამილას უმასპინძლეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა მიიღეს.

როგორც მედია წერს, ეს არაფორმალური შეხვედრა იყო. მეფისა და დედოფლის ოფიციალური მიღების ცერემონია ხვალ არის დაგეგმილი.

შეხვედრის შემდეგ მეფე და დედოფალი დიდი ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში დაგეგმილ „ბაღის წვეულებას“ დაესწრებიან.

ეს მეფე ჩარლზის პირველი ვიზიტია აშშ-ში მონარქის სტატუსით და ბრიტანეთის მონარქის პირველი სახელმწიფო ვიზიტი აშშ-ში 2007 წლის შემდეგ.

ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მეფე ჩარლზის სიტყვით გამოსვლა კონგრესში. კონგრესში სიტყვით გამოსვლას დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

იტვირთბა....