ვლადიმერ პუტინი ირანელი ხალხის ბრძოლას „მამაცურსა და გმირულს“ უწოდებს:
„მსურს საუბარი დავიწყო იმით, რომ გასულ კვირას ირანის უზენაესი ლიდერისგან წერილი მივიღე. ვხედავთ, როგორ მამაცურად და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის” – უთხრა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს.
რუსული მედიის ინფორმაციით, თავის მხრივ, აბას არაღჩიმ პუტინსა და რუსეთს ირანის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: “უზენაესმა ლიდერმა და პრეზიდენტმა ფეზეშქიანმა მთხოვეს, რომ თქვენთვის საუკეთესო სურვილები გადმომეცა”.

