აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინა და ნორვეგია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების ერთობლივად წარმოებას დაიწყებენ

უკრაინა და ნორვეგია უკრაინული დრონების პირველ ერთობლივ წარმოებას იწყებენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნორვეგიაში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რამდენიმე ათასი დრონის წარმოება იგეგმება.

„პროექტის ფარგლებში წარმოებული ყველა პროდუქტი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადაეცემა. შესაბამის შეთანხმებას კიევში ხელი მოაწერეს უკრაინაში ნორვეგიის ელჩმა, ლარს რაგნარ აალერუდ ჰანსენმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, სერგეი ბოევმა“, – აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, პროექტს ნორვეგია დააფინანსებს. წელს ნორვეგია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის უკრაინაში წარმოებული იარაღის შესაძენად 1.5 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს.

იტვირთბა....