აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსულმა ძალებმა, მალის სამთავრობო ჯარებთან ერთად, სტრატეგიული ქალაქი კიდალი დატოვეს

რუსულმა ძალებმა, მალის სამთავრობო ჯარებთან ერთად, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი კიდალი დატოვეს. ამბოხებულებმა კიდალზე სრული კონტროლი დაამყარეს. უკან დახევას წინ უძღოდა მოლაპარაკებები და შეთანხმება ტუარეგებისა და ისლამისტი მებრძოლების კოალიციასთან. რუსი და მალელი სამხედროები ამბოხებულებს უსაფრთხო დერეფანზე შეუთანხმდნენ.

Agence France-Presse-თან საუბრისას ტუარეგმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომელიც მალის არმიასა და მის მოკავშირეებს “აფრიკული კორპუსიდან” საშუალებას აძლევს დატოვონ ბანაკი №2, სადაც ისინი გუშინდლიდან მოყოლებული იყვნენ გამაგრებულები.

მალიში მოვლენების მკვეთრი ესკალაცია 2026 წლის 25 აპრილს, გამთენიისას დაიწყო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამბოხებულებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკული კორპუსის“ კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ქალაქ კატიში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მალის თავდაცვის მინისტრი სადიო კამარაც.

„აფრიკული კორპუსი“ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სტრუქტურა, რომელმაც აფრიკაში სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ჩაანაცვლა.

იტვირთბა....