ისრაელის ორი ყოფილი პრემიერმინისტრი – ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი, 2026 წლის არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებენ მონაწილეობას. გაერთიანებას ნაფტალი ბენეტი ჩაუდგება სათავეში.
“ჩვენ დღეს ვერთიანდებით, რათა მოვიგოთ არჩევნები და ჩამოვაყალიბოთ სიონისტური, ძლიერი და სტაბილური მთავრობა. პარტნიორობა ცენტრსა და მემარჯვენეებს შორის, რელიგიურებსა და სეკულარებს შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის — ჯარიდან თავის არიდებისა და ექსტრემიზმის გარეშე“ – თქვა ლაპიდმა.
ისრაელში არჩევნები არაუგვიანეს ოქტომბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი ისრაელის პრემიერმინისტრის პოსტს ერთმანეთის მიყოლებით, როტაციის პრინციპით იკავებდნენ 2021-2022 წლებში.

