აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ჯერ ნაადრევია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ჯერ ნაადრევია.

მისი თქმით, თეირანის მიმართ სანქციები დაწესებულია ირანის ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრის გამო, რაც დღემდე გრძელდება.

„ვფიქრობთ, სანქციების მოხსნა ძალიან ადრე იქნება. სანქციების მოხსნისთვის ჯერ ირანში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა დავინახოთ“, – განაცხადა მან ბერლინში, კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და მისი ბავარიული მოკავშირე პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის შეხვედრაზე.

იტვირთბა....