აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ჩეხეთის სტრატეგიული პარტნიორია

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შესახებ ანდრეი ბაბიშმა ბაქოში ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაბიშმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს აზერბაიჯანი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას ჩეხეთს აზერბაიჯანის სანდო პარტნიორი უწოდა. ალიევის თქმით, ამჟამად ჩეხეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხედრო პროდუქციის ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, ბაქო ახორციელებს ნავთობის ექსპორტს ჩეხეთში და ამ ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში აზერბაიჯანული ნავთობი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს.

იტვირთბა....