„ოპოზიციის ალიანსს“ არ ვტოვებთ, არავის არ უთქვამს, რომ დავტოვებდით, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებშიც ნათლად ჩანდა, რომ ისინი ალიანსის დატოვებას არ აპირებენ.
„რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხებს, იქ გვქონდა ჩვენი მკაფიო პოზიცია, მყარი პოზიცია და ეს გამოვხატეთ. ჩვენ არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც ეს გახლავთ, პარტის პოზიციაც ეს გახლავთ. ჩვენ რომ განსხვავებული აზრები გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავტოვოთ ალიანსი.
ჩვენ ვართ დიდი პარტია. ამ პარტიის შიგნით შეიძლება, ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ მყარი პოზიცია იქმნება კონსენსუსის საფუძველზე და აქ გვაქვს კონსენსუსი, რომ ჯერ და არც მომავალში არ მგონია, რომ ვაპირებდეთ ამას. არ ვაპირებთ ახლა ნამდვილად დატოვებას ალიანსის. გრძელ პერსპექტივაში და გრეძელვადიან მომავალში ახლა ვერც დამისვამთ ამ შეკითხვას და უახლოეს მომავალში ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამ ალიანსის დატოვებას, თუმცა რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი რომ გვაქვს, ეს ფაქტია და ზედაპირზეც არის“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

