აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩრდილოეთ კორეის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც იცავს თავის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოების ინტერესებს” – კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას გააგრძელებს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია KRT ავრცელებს.

„ჩრდილოეთ კორეის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გააგრძელებს რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც იცავს თავის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უსაფრთხოების ინტერესებს“, – KRT-ს ცნობით, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ფხენიანში რუსეთის დელეგაციის ვიზიტის დროს, რომელთა შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვიც იყო.

ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ ბელოუსოვი რუსეთის კურსკის ოლქში ბრძოლის დროს დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების პატივსაცემად გამართულ მემორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო. გამოცემის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 14 000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთის ძალებთან ერთად საბრძოლველად. სამხრეთ კორეის, უკრაინისა და დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბრძოლებში 6 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა.

იტვირთბა....