აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შეჩერების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შეჩერების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი თითქმის ორი პროცენტით გაიზარდა და 107.26 აშშ დოლარს მიაღწია, აშშ-ში კი ნავთობის ფასი ერთი პროცენტით გაიზარდა და 95.40 დოლარამდე გაიზარდა.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ აზიაში აქციების ფასმა ზრდა განაგრძო და ზოგიერთმა მსხვილმა საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი ორშაბათს 1.7%-ით გაიზარდა, რაც ბოლო თვეში თითქმის 14%-იან ზრდას შეადგენს. სამხრეთ კორეაში Kospi-ს ინდექსი ბოლო თვეში 20%-ზე მეტით გაიზარდა, ორშაბათს კი 2.5%-ით.

გამოცემის ცნობით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე იაპონური და სამხრეთ კორეის აქციები საკმაოდ დაზარალდა, რადგან მათი ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მიღებულ ენერგორესურსებზე.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნავთობის ფასი მსოფლიოში მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 25 აპრილს, შაბათს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ირანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში გუნდის გაგზავნის გეგმა გააუქმა.

იტვირთბა....