აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თუ ირანს საუბარი სურს, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ – უსაფრთხო ხაზები გვაქვს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები სურს, შეუძლია აშშ-ს დაურეკოს.

„თუ მათ სურთ საუბარი, შეუძლიათ ჩვენთან მოვიდნენ ან დაგვირეკონ. იცით, არსებობს ტელეფონი. მშვენიერი, უსაფრთხო ხაზები გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, შეთანხმების მთავარი პირობაა, ირანმა უარი თქვას ბირთვულ იარაღზე.

„მათ იციან, რა უნდა იყოს შეთანხმებაში. ეს ძალიან მარტივია: არ შეუძლიათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, შაბათს ტრამპმა თავისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, სადაც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შაბათ-კვირას პაკისტანსა და ომანში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალურ პირებს შეხვდა. დღეს დილით კი ის რუსეთში ჩავიდა.

იტვირთბა....