მუცელი ბევრისთვის პრობლემური არეა, რადგან ამ ზონაში ცხიმის დაწვა არც ისე მარტივია, მაგრამ შესაძლებელია. ამ 6 რჩევის დახმარებით ბრტყელ მუცელზე ოცნებას რეალობად გადააქცევთ.
დიეტა ბრტყელი მუცლისთვის
რაციონიდან მარილი ამოიღეთ, შეგიძლიათ ის ნატურალური სანელებლებით და მწვანილით ჩაანაცვლოთ.
დიეტა ნახშირწყლების დაბალი შემცველობით
მიიღეთ მეტი ცილა და ბოსტნეული. შეეცადეთ რაციონიდან ნახშირწყლები 1 კვირით მაინც ამოიღოთ და შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ. შეგიძლიათ მიირთვათ: კვერცხი, ხაჭო, კაკალი, ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, თევზი, ზოგჯერ ყავისფერი ბრინჯი. ამ დიეტის დროს უარი უნდა თქვათ: კარტოფილზე, მაკარონზე, პურზე. 1 კვირაში შედეგს შეამჩნევთ.
არავითარი რძე
რძიან პროდუქტებიდან რაციონში მხოლოდ ყველი და ხაჭო დატოვეთ. ლაქტოზა, რომელსაც რძე შეიცავს ძალიან სპეციფიკური პროდუქტია. ხშირად ის საჭმლის მომნელებელ სისტემასთან პრობლემებს იწვევს.
მხოლოდ სწორად შერჩეული ხილი
შეგიძლიათ მიირთვათ ციტრუსები, კენკრა, იშვიათად – ვაშლი. დიეტის დროს დაივიწყეთ ბანანების და მსხლის შესახებ. კარგი ალტერნატივაა – ფორთოხალი, გრეიპფრუტი.
დაივიწყეთ ცხარე კერძების შესახებ
ასეთი საჭმელი მადას ასტიმულირებს, ასე რომ, მას მოერიდეთ.
კონსერვანტები
დაივიწყეთ ალკოჰოლის, შაქრის და ისეთი საკვების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქიმიურ დანამატს შეიცავს. კონსერვანტები შეიცავენ ტრანს-ცხიმებს. ალკოჰოლი ძალიან კალორიული პროდუქტია. შაქარზე კი, საუბარიც ზედმეტია, შეგიძლიათ ის თაფლის მცირე რაოდენობით ჩაანაცვლოთ.
Aww.ge