აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

უცხოური მედია აშშ-ში ინციდენტამდე ქეროლაინ ლევიტის სიტყვებს ავრცელებს – „დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის, სასაცილო, გასართობი, დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება“

უცხოური მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ ღონისძიებაზე „რამდენიმე გასროლა“ იქნებოდა.

ინციდენტამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟურნალისტებს ხუმრობით განუცხადა, რომ ტრამპი, რომელიც ხალხს მიმართავდა, „მზად იყო მოქმედებისთვის“.

„გეტყვით, რომ დღევანდელი გამოსვლა იქნება კლასიკური დონალდ ჯ. ტრამპის. სასაცილო, გასართობი იქნება. დღეს ღამით რამდენიმე გასროლა იქნება. ყველამ უნდა უყუროს. ეს მართლაც შესანიშნავი იქნება“, – თქვა ქეროლაინ ლევიტმა.

ჟარგონული და იუმორისტული გადატანითი მნიშვნელობით, shots fired გამოიყენება მას შემდეგ, რაც ადამიანმა მკვეთრი ან შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა ვინმეს, ან გააკეთა რაიმე შეურაცხმყოფელი ან საკამათო.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

იტვირთბა....