გერმანული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა და ქვეყნის ტრადიციული პარტიების რეიტინგს აჭარბებს. „როიტერის“ თანახმად, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, პარტიას 28 პროცენტიანი რეიტინგი აქვს.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი წინა კვირასთან შედარებით უცვლელი დარჩა და 24 პროცენტი შეადგინა, ხოლო „მწვანეების“ მაჩვენებელი ერთი პუნქტით დაეცა და 12 პროცენტია.
სოციალ-დემოკრატების რეიტინგი 14 პროცენტზე უცვლელი დარჩა, ხოლო მემარცხენე პარტიამ 11 პროცენტიანი რეიტინგი აქვს.

