აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს, მადლობას ვუხდით აშშ-ის პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის

შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ – წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

იტვირთბა....