აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1981 წელს სროლის შედეგად დაჭრეს

ვაშინგტონში სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, სადაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1981 წელს სროლის შედეგად დაჭრეს. ეს სროლა 1981 წლის 30 მარტს მოხდა. დამნაშავემ, ჯონ ჰინკლი უმცროსმა, რეიგანს ესროლა, როცა ის სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ჯდებოდა.

რეიგანი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაიჭრა ტყვიით, რომელიც პრეზიდენტის ლიმუზინის გვერდითა მხარემ აისხლიტა და ტანში მოხვდა, ნეკნი მოტეხა და ერთ-ერთი ფილტვი დაუზიანდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, საიდანაც საბოლოოდ 11 აპრილს გაწერეს.

იმავე ინციდენტში დაიჭრა თეთრი სახლის მაშინდელი პრესმდივანი ჯეიმს ბრედი, ასევე საიდუმლო სამსახურის აგენტი და პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომელი. ინციდენტის დროს ბრედიმ ტვინის დაზიანება მიიღო და სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩა.

მომდევნო წელს ჰინკლი უდანაშაულოდ ცნეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა ვიდრე 2016 წელს გაწერდნენ, ვაშინგტონის წმინდა ელისაბედის საავადმყოფოში, მკაცრი დაცვის განყოფილებაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....