მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას.
„შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. დაჭრილ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

