აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი – საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესანიშნავად იმუშავეს, მათ სწრაფად და მამაცურად იმოქმედეს, მსროლელი დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მომხდარი სროლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაკავებულის სურათი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს.

„საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესანიშნავად იმუშავეს. მათ სწრაფად და მამაცურად იმოქმედეს. მსროლელი დააკავეს და მე ვურჩიე, რომ „შოუ გაგრძელდეს“, თუმცა მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ. ისინი გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საღამო დაგეგმილისგან განსხვავებული იქნება და ჩვენ, უბრალოდ, ცხადია, ამის გაკეთება ისევ მოგვიწევს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

როგორც მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, ყოველწლიური ღონისძიების 30 დღით გადადებას ვარაუდობს, თუმცა, მედიის ინფორმაციით, იმ ფაქტმა, რომ შეიარაღებულმა პირმა საბანკეტო დარბაზში შეჭრა შეძლო, გააჩინა კითხვები იმ ღონისძიების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყოველწლიურად მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან.

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.

იტვირთბა....