ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა – აღნიშნულის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას დაავალა ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს, სხვა დეტალები უცნობია.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთსა ლიბანის სამხრეთით ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.
ისრაელმაც დღეს არაერთი დარტყმა განახორციელა ლიბანის სამხრეთით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, ექვსი წევრი დაიღუპა.

