ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პარლამენტში მანდატზე უარს ამბობს

ორბანმა უარი თქვა უნგრეთიs პარლამენტში მანდატზე. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასრულდა მისი პარტია „ფიდესის” პრეზიდიუმის სხდომა, და მათ საპარლამენტო ფრაქციის “კარდინალურად რეფორმირება” გადაწყვიტეს, რომელიც 27 აპრილს იქნება ფორმირებული. მისი ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება, ხოლო თავად ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებს.

„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი”-„ქრისტიან-დემოკრატები” სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის” საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის,” – განაცხადა ორბანმა.

იტვირთბა....