კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ კატარის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას კატარის ემირმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილეს.
როგორც კატარული მედია წერს, კატარი გააგრძელებს პარტნიორებთან კოორდინაციას, პაკისტანის ხელმძღვანელობით მიმდინარე მედიაციის ძალისხმევის მხარდასაჭერად.

