უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე რუსეთის არმიის მასშტაბურ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიის შეტევა ათ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა ოდესის რეგიონზეც. დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და პორტის ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკეტებით 600-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
25 აპრილის ღამით რუსებმა კასპიის ზღვის რეგიონში განლაგებული სტრატეგიული ბომბდამშენებიდან უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

