აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“უნიკალური მომენტია, როდესაც აშშ-ის, რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტები ცალსახად მოქმედებენ ევროპელების წინააღმდეგ, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო გაერთიანებული, დავიცვათ ჩვენი ინტერესები” – ემანუელ მაკრონი

ეს უნიკალური მომენტია, როდესაც აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები ცალსახად ევროპელების წინააღმდეგ მოქმედებენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის გამოფხიზლებისთვის შესაფერისი მომენტია.

მაკრონს შეკითხვა დაუსვეს აშშ-ის ხელისუფლებასთან ურთიერთობებზეც.

საფრანგეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ აშშ-თან დაძაბულობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგაც გაგრძელდება.

„ჩვენ აქ ლიდერებად არ ვართ, რომ ტვიტებზე ან ქცევებზე კომენტარი გავაკეთოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა ვიმოქმედოთ და გადავწყვიტოთ. უნიკალური სტრატეგია, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისთვის აზრიანია, არის უბრალოდ მოქმედება, დაჩქარება, ცხადია, უფრო მასშტაბური და სწრაფი მოქმედება ჩვენი დამოუკიდებლობის გასაზრდელად. ეს ისტორიული ტენდენციაა. ჩვენ შეგვიძლია აშშ-თან ზოგიერთ საკითხზე ვითანამშრომლოთ, რაც ჯერ კიდევ საკმაოდ ლოგიკურია საერთო ღირებულებებისა და ისტორიული კავშირების გამო, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ აშშ-ის ეს მიდგომა დიდხანს გაგრძელდება. მისი პირველი მანდატის დროს ბევრი ევროპული ქვეყანა უბრალოდ უყურებდა ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ამბობდა: „კარგი, ეს დასრულდება. ასე რომ, ნუ შევცვლით ნურაფერს“. ახლა ბევრი კოლეგა უფრო ნათლად ხედავს სიტუაციას, უფრო ნათლად საუბრობს, რადგან ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ვამბობთ: „კარგი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ევროპელებმა, უფრო გაერთიანებული ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩემთვის ეს არის სწორი მიმართულება“, – აღნიშნა მაკრონმა.

იტვირთბა....