“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი მარიამ ქვრივიშვილის მოადგილეს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშულებს და აცხადებს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის “მტკნარი სიცრუეა“.
დათუნაშვილის თქმით, ის, “ლელოს“ ჯგუფთან ერთად ანაკლიის პორტში იმყოფებოდა და თავად ნახა, როგორი გაპარტახებულია იქაურობა.
მომხდარზე პასუხისმგებლობას პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ დროა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე იმაზე, რომ ანაკლიის პორტის ირგვლივ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
“უკანასკნელ კვირებში, საერთაშორისო თვალსაზრისით, ანაკლიის საკითხი ძალიან გააქტიურებულია, მათ შორის ადგილობრივ პოლიტიკაში. როდესაც ჩვენ ჩავედით ანაკლიაში და მოვინახულეთ რეალური ვითარება, რომელიც ადგილზე დაგვხვდა, ის აღწერს ძალიან კოშმარულ და ტრაგიკულ სიტუაციას, რაც ანაკლიის პორტის გარშემო დაატრიალა ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“. დღეს არ დააყოვნა პროპაგანდამ და ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის ახალგაზრდა მოადგილემ გადაწყვიტა, საქართველოს მაცხოვრებელებისთვის მტკნარი სიცრუე მიეყიდა რეალობად. კერძოდ კი, იოსელიანი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე აქტიურ და ინტენსიურ ფაზაშია შესული ანაკლიის პორტის მშენებლობა და ტალღმჭერი უკვე აშენებულია, თუ იწყება ამის მშენებლობა და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ინტენსიური სამუშაოები,რომლებიც მიმდინარეობს ანაკლიაში, თუ მოითხოვს იგივე შემადგნელობას, რაც სამოთახიანი ბინის გარემონტებას სჭირდება, ანუ რამდენიმე ადამიანი ფორმებში და კასკებში და ერთი სატვირთო მანქანა, მაშინ შეიძლება რეალობად აღვიქვათ ის, რასაც ქალბატონი მინისტრის მოადგილე გვაწვდის, მაგრამ სინამდვილეში ის რეალობაა, რაც ახლა გითხარით. იმ ტერიტორიაზე 3 კარისკაცი დადის, რომელსაც მუშის ფორმა გადააცვეს. როდესაც დაინახეს, რომ “ლელოს“ ჯგუფი ვიყავით ჩასული, ერთიდაიგივე მანქანა შედიოდა და გადიოდა პორტის სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე. თუ ეს არის ის რეალობა, რასაც ქალბატონი იოსელიანი თვლის, რომ კოლოსალური და ინტენსიური სამუშაოებია, მაშინ ეს ახალბედა, გამოუცდელი მინისტრის მოადგილე, შესაძლოა, თავის თავთან მართალი იყო, მაგრამ მტკნარი სიცურეა, რომ რაიმე ინტენსიური სამუშაოები მიდის. როგორც პიროვნულად იქ ჩასული ადამიანი გეუბნებით, რომ ტერიტორია არის გაპარტახებული, თითქმის, ყველა სასტუმრო ფაქტიური ლპობის რეჟიმშია, ანაკლიის ინფრასტრუქტურა განადგურების პირასაა, პორტის სამშენებლო მოედანი ტრაგიკულ სურათს აღწერს, სადაც ის ქვიშა, რომელიც ამოღებულია ღრმაწყლოვანი პორტის მიწიდან და რომელშიც ათეულობით მილიონი ლარია დახარჯული, შესაძლოა, ისევ თავიდან შეივსოს ამ ქვიშით. არავითარი სამშაოები არ მიდის, 2 წელია ტენდერი აქვს ჩინურ კომპანიას მოგებული, რომელიც თითს თითზე არ ადებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტში რაიმე ინვესტიცია ჩადოს, ამის პარალელურად, ის შუა დერეფნის გზა, რომელმაც უნდა გაიაროს ანაკლიის პორტზე, აქტიურდება საქართველოს სამხრეთით, ე.წ. ტრამპის გზაზე, აზერბაიჯანის და სომხეთის გავლით და საქართველოს თითოეული მოქალაქე უდიდეს შესაძლებლობას კარგასვ, რომ ერთ თაობაში, ამ ქვეყანამ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და რეალურად გახდეს საერთაშორისო ეკონომიკური ჯაჭვის ნაწილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმის ნაცვლად, რომ ტყუილების ტირაჟირებით იყოს დაკავებული მინისტრის მოადგილე, ან გამოვიდეს და სიმართლე უთხრას ქართულ საზოგადოებას, რომ არავითარი ინვესტიცია იქ არ იდება, არავითარი ჩინური კომპანია იქ არ შედის, ან გაეშვას საერთოდ ამ საქმეს, რომელიც არ გამოსდის, – განაცხდა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის.

