” სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ” – კაია კალასი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის თქმით, ასევე ხელახლა უნდა განიხილონ წინა “წითელი ხაზები“, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის.
“პირველ რიგში, კარგი ამბავი უკრაინის შესახებ: 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელიც დავამტკიცეთ და ასევე სანქციების მე-20 პაკეტი. ახლა ასევე ხელახლა უნდა განვიხილოთ წინა წითელი ხაზები, რომლებიც არსებობდა ზოგიერთი სანქციის დაბლოკვისთვის და ის, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით.
ლიდერები მართლაც აქტიურად ცდილობდნენ სანქციების 21-ე პაკეტის გაგრძელებას. ეს ძალიან მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ისინი ვერ გადაგვწონიან. ეს ასევე მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ უკრაინა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათთვის და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, – განაცხადა კალასმა.

