აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საუდის არაბეთში ჩავედი, სადაც პრინც მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შევხვდები“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინამ გუშინ, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე მიიღო ფინანსური გარანტიები მდგრადობისთვის.

„დღეს ჩვენ წინსვლას ვახდენთ საუდის არაბეთთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში შეთანხმებების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერება ორმხრივი იყოს. ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ არსებით თანამშრომლობას“, – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....