აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ალიანსს ნათქვამი აქვს, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ასევე ალტერნატივის შეთავაზება, ბრიტანეთის ელჩთან დღევანდელი შეხვედრა ამ მიმართულებითაც იყო წარმატებული” – ნიკა გვარამია

„ოპოზიციის ალიანსს“ ნათქვამი აქვს, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ასევე ალტერნატივის შეთავაზება, ბრიტანეთის ელჩთან დღევანდელი შეხვედრა ამ მიმართულებითაც წარმატებული იყო. დიახ, ჩვენ ვართ ალტერნატივაც, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, შეხვედრის ინიციატორი ბრიტანეთის საელჩო იყო.

„ინიციატივა იყო საელჩოს მხრიდან. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ეს არ არის მხოლოდ პროტესტი, თუმცა უპირობოდ პროტესტიც არის და ასევე – როგორ გავაგრძელოთ ქვეყნის წინ წაყვანა, გავაგრძელოთ მას მერე, რაც ეს ხელისუფლება არ იქნება. ამ წუთში ქვეყანა წინ კი არ მიდის, გაჩერებულიც კი არ არის ერთ ადგილზე, მიდის ყოველდღიურად უკან“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა და შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთი იმ თვალსაზრისით, რომ მისი სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა და შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ალიანსს ნათქვამი აქვს – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ასევე ალტერნატივის შეთავაზება. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული, დიახ, ჩვენ ვართ ალტერნატივაც, მათ შორის“, – განაცხადა გვარამიამ.

იტვირთბა....