აშშ-ში დააკავეს სპეცრაზმელი, რომელმაც მადუროს წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაზე ფსონების დადებით 400 ათასი დოლარი გამოიმუშავა – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბრალდების მიხედვით, სერჟანტი გენონ კენ ვან დაიგი მონაწილეობდა ოპერაციის დაგეგმვაში და მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე 32 ათასი დოლარი დადო იმაზე, რომ იანვრისთვის მადურო დაემხობოდა.
შედეგად, მან 400 ათას დოლარზე მეტი მოგება მიიღო.
მას ბრალად ედება თაღლითობა, ქურდობა და საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გამოყენება.

