აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები აშშ-ს მომდევნო კვირებში ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელისა და ლიბანის ლიდერები, ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯოზეფ აუნი მომდევნო კვირებში აშშ-ში შეხვედრას გამართავენ.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ლიბანისა და ისრაელის მაღალჩინოსნებთან და ვფიქრობ, რომ ლიბანის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი მომდევნო რამდენიმე კვირაში აქ ჩამოვლენ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიბანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის სამი კვირით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

„ისინი დამატებით სამ კვირაზე შეთანხმდნენ, ვფიქრობ, სროლის გარეშე – ცეცხლის შეწყვეტაზე – აღარანაირი სროლა. ვნახოთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება. ეს მათ შორის არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ჰეზბოლაზე საფიქრალი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის შეხვედრა ისტორიული იქნება, რადგან ისინი არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს.

იტვირთბა....