აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ გადაწყვეტილება ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურ პირებს შორის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრას მოჰყვა.

„ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება“, – აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰაკაბი და ლიბანში აშშ-ის ელჩი, მიშელ ისა ოვალურ კაბინეტში ისრაელისა და ლიბანის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! ამერიკის შეერთებული შტატები ლიბანთან ერთად იმუშავებს, რათა მას „ჰეზბოლასგან“ თავის დაცვაში დაეხმაროს“, – წერს ტრამპი.

მისი განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი აშშ-ში შეხვედრას გამართავენ.

„მოუთმენლად ველი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბიბი ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის მასპინძლობას“, – წერს ტრამპი.

იტვირთბა....