რუსეთმა ოდესა დაბომბა – არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ რუსული თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი შენობები და მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი. დარტყმების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი კორპუსები, შენობა-ნაგებობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა

