ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა, – ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
„სესხი ხელს შეუწყობს 2026-2027 წლებში უკრაინის გადაუდებელი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების დაფინანსებას“, – წერს კვიპროსის თავმჯდომარეობა X-ზე.
ასევე, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტიც დაამტკიცა.
„უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის ესკალაციის საპასუხოდ, საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღო“, – აცხადებს კვიპროსის თავმჯდომარეობა.

