დამოუკიდებელმა რუსმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ პუტინის პროპაგანდისტ სოლოვიოვს, რომელიც ხშირად აშშ-ის განადგურების მოწოდებით გამოდის, აშშ-ში მეგობარი ქალი და მისგან შვილები ჰყავს – ჟურნალისტების ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ვლადიმერ სოლოვიოვი აშშ-ში ხშირად ჩადიოდა.
ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პუტინის პროპაგანდისტის მეგობარი ქალი ყოფილი კალათბურთელი სვეტლანა აბრასიმოვაა, რომელთანაც სოლოვიოვს ტყუპები შეეძინა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ყოფილი კალათბურთელი მშობიარობისთვის ამერიკაში გაემგზავრა, რათა მის შვილებს ამერიკული პასპორტები ჰქონოდათ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სოლოვიოვს მეგობარი ქალის სახელზე სოჭში მდებარე ვილა აქვს გაფორმებული, რომელიც ნახევარ მილიარდ რუბლადაა შეფასებული. სოლოვიოვი ამჟამად ქორწინებაში ელგა სეპთან იმყოფება.

